ვისაც თვალი აქვს, დაინახავს. ვისაც ყური აქვს, მოისმენს. ვისაც ქართული გული აქვს, გაიხარებს - ირმა ინაშვილი რუსეთის სათათბიროში გამართულ შეხვედრებზე

სამშაბათი, 11 ივლისი, 2017 - 23:06

ვისაც თვალი აქვს, დაინახავს. ვისაც ყური აქვს, მოისმენს. ვისაც ქართული გული აქვს, გაიხარებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი და პარლამენტარი ირმა ინაშვილი "საქართველოს პატრიოტების" დელეგაციის პირველ შეხვედრას რუსეთის სათათბიროში. მისივე თქმით, ამ შეხვედრას ქვეყნისთვის უსერიოზულესი, შეიძლება ითქვას, გარდამტეხი შედეგები მოჰყვა .

"დღეს შედგა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრთა შეხვედრა რუსეთის სათათბიროში. აღსანიშნავია, რომ ეს რუს და ქართველ დეპუტატებს შორის შეხვედრის პირველი პრეცედენტია, რაც არ მომხდარა ბოლო 14 წლის მანძილზე. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა.

დღევანდელ შეხვედრას რუსული მხრიდან ესწრებოდნენ დსთ- ს ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე და ამავდროულად, მოლდოვა- დნესტრისპირეთის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი, რუსეთის სათათბიროს დეპუტატი არტიომ კავინოვი, რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ყაზბეგ (კაზბეკ) ტაისაევი, ოსი ეროვნების, უმახან უმახანოვი რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, ეროვნებით დაღესტნელი. "საქართველოს პატრიოტების" მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები: გიორგი ლომია, ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე.

შეხვედრის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, ქართველი დეპუტატები რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ სლუცკის შეხვდნენ. მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარღვევა:

1. რუსული მხარე, რუსი დეპუტატების სახით, მიესალმება იმას, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის. ყველა დონეზე! რაც არ მომხდარა ბოლო 25 წლის მანძილზე. რუსული მხარე აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს პირდაპირი დიალოგის ფორმატს. კიდევ ერთხელ ვამბობთ: ეს არ მოხდარა ბოლო 25 წლის მანძილზე. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო საკითხების მთელს სპექტრს. პირველ რიგში, სოხუმს, ცხინვალს, საზღვრებს. აღინიშნა, რომ არსებული პრობლემები არ გადაწყდება ერთ შეხვედრაზე, ამიტომაც აუცილებელია გაგრძელდეს შეხვედრების ციკლი. გაგრძელდეს მოქმედება. გამოიკვეთა საკითხების მთელი სპექტრი, რაც შეიძლება სწაფად გადაწყდეს. ეს ეხება საფლავების მონახულებას სოხუმისა და ცხინვალის რეგიონებში, რაც ათასობით ქართველისთვის მტკივნეულ თემად რჩება. ჩვენ შევძლებთ მოვინახულოთ ჩვენი ნათესავების საფლავები. ასევე, საუბარი შეეხო ქართული სახელმძღვანელოების შეტანის შესაძლებლობას ამ რეგიონებში და სხვა ჰუმანიტარულ თემებს. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოხუმის, ცხინვალის, საზღვრების თემა გახლდათ. იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდეს, აუცილებელია მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზაცია ორ ქვეყნას შორის. საუბარი შეეხო ნატოს თემას. ცნობილია რუსეთის პოზიცია. რუსეთს მიაჩნია, რომ ნატო საიშროებას უქმნის მის უსაფრთხოებას. "საქართველოს პატრიოტების" დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ნატოსთან, მაგრამ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ნატოს მხრიდან რუსეთზე თავდასხმისათვის. და არც ერთ სხვა ქვეყანაზე თავდასხმისათვის. შემდეგი გარღვევა, არც არ მომხდარა ბოლო 25 წლის მანძილზე და არის სრულიად ახალი ინიციატივა უკავშირდება შემდეგს: შეიქმნას ახალი ფორმატი- "საქართველო - ნატო -რუსეთი", რომლის ფარგებშიც შემუშავდება იმ ტიპის მექანიზმები, რაც რუსეთს აგრძნობინებს, რომ საქართველოს ტერიტორიდან მასზე თავდასხმა არ მოხდება . შემუშავდება მექანიზმები, რათა რეგიონში დაცული იყოს საზღვრები (მიაქციეთ ყურადღება) და იყოს გარანტირებული მშვიდობა და უსაფრთხოება კავკასიაში. ეს არის უპრეცენდეტო ინიციატივა, რასაც მხარს უჭერს რუსული მხარე. რუსეთი თანახმაა ასეთ ფორატზე! მეტიც, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება საგანგებო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მექნიზმებზე, რათა ხორცი შეესხას "საქართველო- ნატო- რუსეთის" ფორმას.

საუბარი შეეხო სავიზიო რეჟიმის შემსუბუქებას, ანუ ყველა მიმართულებით გამოიკვეთა თანამშრომლობის და დადებითი ძვრების სურვილი. მიმართულებით. შეხვედრაზე რუსმა დეპუტატებმა ძალზედ პოზიტიურად შეფასეს აბაშიძე- კარასინის ფორმატის ფუნქციონირება. აღინიშნა, რომ აბაშიძე- კარასინის ფორმატი ნაყოფიერია. ის უნდა გაგრძელდეს შენარჩუნდეს. გადაწყდა, რომ შეიქმნება არაფორმალური ჯგუფი დეპუტატების, რომელიც თვეში ერთხელ გამართავს შეხვედრებს. ეს იქნება პოლიტიკური დიალოგის ფორმატი დეპუტატების დონეზე, იგივე დიალოგის ჯგუფი", - აცხადებს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39