კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა

ოთხშაბათი, 12 ივლისი, 2017 - 17:32

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა. დღეს ლიცეუმში სწავლის მსურველმა კანდიდატებმა ზოგადი უნარების ტესტების ვერბალური და მათემატიკური ნაწილები ჩააბარეს. ტესტირებაში მონაწილეობა რეგისტრირებული 562-მა აბიტურიენტიდან, 560-მა მიიღო, რომელთაგან 67 გოგონაა.

თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა და უსაფრთხოების სექტორმა დამკვირვებელთა ჯგუფი გამოყვეს, რომლის ზედამხედველობითაც უნარ-ჩვევების ტესტებამდე ერთი დღით ადრე, კენჭისყრის პრინციპით ტესტის ხუთი ვარიანტიდან ერთი შეირჩა, დაიბეჭდა და ვიდეოკამერების ქვეშ დაილუქა. ლუქი გამოცდის დღეს გაიხსნა, უკვე შესრულებული ნაშრომები კი, საგამოცდო კომისიის მიერ მათ გასწორებამდე ხელახლა დაილუქა. ნაშრომებს კოდები აქვთ მინიჭებული, რათა კონკურსანტთა გვარები შემფასებლებისთვის უცნობი დარჩეს. თითოეული ნაშრომი კომისიის სამი სხვადასხვა წევრის მიერ დამოუკიდებლად სწორდება. ამის შემდეგაც, სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებს მინიჭებული აქვთ სააპელაციო უფლება, რათა სწორ პასუხებს თავიანთი ნაწერები შეადარონ.

საგამოცდო პროცესი კამერებისა და დამკვირვებელთა მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა, რამაც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარება, გამჭვირვალობა და მაქსიმალური ობიექტურობა უზრუნველყო.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების პირველი ეტაპი ფიზიკურ ტესტს დაეთმო. ტესტი სირბილს 60 და 2000 მეტრიან დისტანციაზე, ასევე ღერძზე აზიდვას მოიცავდა.

ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 3 აგვისტოს გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58