ირაკლი კობახიძე კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრება

ოთხშაბათი, 12 ივლისი, 2017 - 13:46

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 13-14 ივლისს ბათუმში მე -14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ დაესწრება.

ირაკლი კობახიძე კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტ მაროს სეფკოვიჩთან, ევროპარლამენტარებთან: კატი პირთან, ედუარდ კუკანთან, ანა გომეშთან, რებეკა ჰარმსთან, არნე ლიეცთან და ევროკავშირი - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარესთან, კლერ მუდისთან, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილე მარია კოცთან და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტ რასა ბუდბერგაიტესთან გამართავს.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5