სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სოციალური პროექტი ,,შემოსე თანამოქალაქე’’ სტარტს იღებს

ოთხშაბათი, 12 ივლისი, 2017 - 16:13

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მორიგი სოციალური პროექტი „შემოსე თანამოქალაქე“ სტარტს დღეიდან იღებს. პროექტს სამინისტრო მეორე წელია აფინანსებს. წელს პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ დაფინანსებით და ხელშეწყობით განხორციელდება.

გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3 000 ბენეფიციარს დაურიგდა ტანსაცმელი და სათამაშოები. მიმდინარე წელს ორგანიზატორები დაახლოებით იგივე რაოდენობის ბენეფიციარს დაეხმარებიან ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ნივთების შესაგროვებლად ბრენდირებული ყუთები განთავსებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, ოლიმპიურ სასახლესა და „ფრეგოს“ ავტოგასამართ სადგურებზე.

პროექტი დაფინანსებულია 14 738  ლარით. პროექტის მხარდამჭერები არიან ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტური ინიციატივა“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და კომპანია „ფრეგო“.

ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში გამართულ პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და პროექტში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები დაესწრნენ. სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46