კახა კუკავა და ნინო ბურჯანაძე ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთიან კანდიდატებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ოთხშაბათი, 12 ივლისი, 2017 - 16:00

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და პოლიტიკური საბჭოს წევრები „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებს შეხვდნენ და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების საკითხზე კონსულტაციები გამართეს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოზე ხელოვნურად თავსმოხვეული ორპარტიული სისტემა ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ამომრჩეველს უკარგავს რეალურ არჩევანს და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მოტივაციას.

"ამიტომაც, აუცილებელია, ჯანსაღმა ოპოზიციურმა ძალებმა გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები და ადგილობრივ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ თბილისის და სხვა ქალაქების მერობის ერთიან კანდიდატებს.

ერთიანი კანდიდატად შესაძლოა დასახელდეს ნებისმიერი პარტიის წევრი ან უპარტიო კანდიდატი, გარდა „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პირებისა. ვფიქრობთ ამ გზით შევძლებთ რეალური კონკურენცია გავუწიოთ როგორც მმართველი პარტიის კანდიდატებს, რომლებიც თავინთ თავს „უალტერნატივოდ“ მიიჩნევენ, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, რომელთა მთავარი ამოცანაც „მთავარი ოპოზიციური ძალის“ სტატუსის მონოპოლიზაციაა და არა ხელისუფლების შეცვლა. 10 ივლისს იგივე თემაზე შეხვედრა გაიმართა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“. კვირის მანძილზე იგეგმება შეხვედრები სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. მოვუწოდებთ ყველა პარტიას მოლაპარაკებების დასრულებდამდე თავი შეიკავონ საკუთარი პარტიული კანდიდატების დასახელებისაგან რათა არ დავქსაქსოთ ოპოზიციის ძალები", ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43