„ბირჟა მაფიას“ წევრების მიმართ მორიგი პროვოკაცია იგეგმება

სამშაბათი, 11 ივლისი, 2017 - 12:18

„ბირჟა მაფიას“ წევრების მიმართ  მორიგი პროვოკაცია იგეგმება, - აღნიშნული განცხადება რეპ-ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ქებურიამ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც რეპერის დედა ლელა რეხვიაშვილი აცხადებს, მათ აქვთ ინფორმაცია,  რომ „ბირჟა მაფიას“ წევრების მიმართ იგეგმება მორიგი პროვოკაცია და  ნარკოტიკული საშუალების ჩადება.

ლელა რეხვიაშვილის განცხადებით, ძალოვნები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავიანთი ქმედებები გაამართლონ და ჯგუფის წევრები ციხეში აღმოჩნდნენ. 

რაც შეეხება რეპერების ჯგუფის წევრების კრიმინალად მოხსენიებას, რეპერის დედა შსს-ს მინისტრის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და  უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეშ დარღვევად აფასებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61