საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდმა კორპორატიული თასი მოიპოვა

ორშაბათი, 10 ივლისი, 2017 - 19:32

 შსს-ს საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების გათამაშების კორპორატიული თასის მფლობელი გახდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის და „ევროპაბეთის“ საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე ხვადაგიანი და დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შსს-ს სპორტსმენებმა ფინალურ შეხვედრაში „ევროპაბეთის“ გუნდი 5:2 ანგარიშით დაამარცხეს. ოქროს ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდმა გათამაშების კორპორატიული თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პოლიციის კაპიტანი, ირაკლი ქარჩავა დასახელდა. ნომინანტები და გამარჯვებული გუნდი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა დააჯილდოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45