ნიკოლოზ მჟავანაძე ნანა ლეჟავას და მის მიმოწერას ასაჯაროებს

ორშაბათი, 10 ივლისი, 2017 - 16:43

"უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ტელეკომპანია ,,იმედის'' საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და ,,ქრონიკის'' წამყავან ნანა ლეჟავას და მის მიმოწერას ასაჯაროებს.

"ეს მიმოწერა ჩემსა და ტელეკომპანია ,,იმედის'' საინფორმაციო სამსახურის უფროს და ,,ქრონიკის'' წამყავანს ნანა ლეჟავას შორის შედგა ამა წლის 11 ივნისს. მას შემდეგ, რაც მე ჩემს გვერდზე დავდე პოსტი რომელიც ეხებოდა იმედში გასულ სიუჟეტს ეკლესიაზე. ყოველივე ისე აღაშფოთა ნანა ლეჟავა, რომ მომთხოვა ამ სტატუსის აღება და თან ბოდიშის მოხდაც. ყოველივემ ძალზე გამაკვირვა რადგან ნანა ლეჟავა არც ჩემი მეგობარია და არც ახლობელი რომ ამ ტონალობაში ესაუბრა ჩემთან და თან ბოდიშის მოხდაც მოეთხოვა. უარის მიღების შემდეგ იმავე მიმოწერის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენა. საერთოდ არ ვაპირებდი ამ მიმოწერის გასაჯაროვებას, რომ არა ის საშინელი და ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი სიუჟეტი, რომელიც გავიდა 20.00 საათზე საინფორმაციო გადაცემაში და ეხებოდა ქართველთა მარშს. ფაქტიურად იმედმა, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მარშში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ფაშისტებად გამოგვაცხადა. მაშინ, როცა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა ჩემზე ,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარეზე ახდენს ზეწოლას და მეუბნება რა დავწერო და რა არა ჩემს ფეისბუქ გვერდზე, წარმომიდგენია რა დღეში ჰყავს მას რიგითი თანამშრომლები. ტელეკომპანია ,,იმედი'', რომლის დასაცავად სიცოცხლე არ დამიშურებია და ვიდექი იქ მისი დარბევის დროს, გული მწყდება რომ დღეს გადაიქცა ნაცმოძრაობის რუპორად და ქართველი ხალხის დამცირების ინსტრუმენტად ვიღაცეების ხელში. ჩემი აზრით, ნანა ლეჟავა არ უნდა მუშაობდეს იმედში, იმ იმედში რომელიც სხვის უფლებებს იცავდა და დღეს სხვის უფლებებს უგულებელყოფს.

მოვუწოდებ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს გაწმინდეთ ტელევიზია ისეთი ხალხისგან ვინც ცდილობს განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები და ქართველი ხალხი შეურაწყოს", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55