ქართული ოცეული საერთაშორისო სწავლებაში „Sea Breeze 2017“ მონაწილეობს

ორშაბათი, 10 ივლისი, 2017 - 12:57

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ნაკრები ოცეული უკრაინაში გაემგზავრა. ქართველი სამხედროები ყოველწლიურ საერთაშორისო სწავლებაში „Sea Breeze 2017“ იღებენ მონაწილეობას, რომელიც დღეიდან 23 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

წვრთნაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და კოორდინაციას, საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილების გაზიარებასა და ამფიბიურ ოპერაციებს ისახავს.

სწავლება აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდლობისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი მასპინძლობით ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში იმართება და მასში ქართულ ოცეულთან ერთად აშშ-ის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, კანადის, მოლდავეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებები, საზღვაო ავიაცია, საბრძოლო მყვინთავები და საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

ქართული ოცეული სწავლების საზღვაო ქვეით კომპონენტში ჩაერთვება. ქვედანაყოფის 2 ოფიცერი „შიროკი ლანის“ პოლიგონზე განთავსებულ მრავალეროვნული ბატალიონის შტაბის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი აშშ-ის მე-6 ფლოტის და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მყვინთავებთან ერთად ოდესაში განთავსდება და სამხედრო და სამოქალაქო პორტებში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლის.

„Sea Breeze 2017“-ის ფარგლებში ქვეითი ოცეული ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, პატრულირებაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაში, ამფიბიურ ოპერაციებში, საჰაერო დესანტირებასა და ბრძოლა დასახლებულ პუნქტებში გაივლის.

ქართველი სამხედროები სპორტულ ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან. II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ოცეულს იგივე სწავლებაში მონაწილეობა 2008 წელსაც აქვს მიღებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55