დროა, რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა - დონალდ ტრამპი

, 09 ივლისი, 2017 - 16:57

დროა, რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა, - აღნიშნულის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას თავის მიკრობლოგზე ეხმიანება.  

როგორც თეთრი სახლის ხელმძღვანელი  აცხადებს, ორ ქვეყანას შორის  მოლაპარაკებები და სირიაში  ზავი გადაარჩენს  მშვიდობიან მოსახლეობას.

ტრამპი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა ეს საკითხი მოლაპარაკებების დროს კატეგორიულად უარყო.

პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი 7 ივლისს ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. პირველი შეხვედრა ორ ლიდერს შორის დაგეგმილზე ბევრად მეტ ხანს გაგრძელდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46