ლიონელ მესი მსოფლიოში პირველი ფეხბურთელი ხდება, რომელიც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებს

, 09 ივლისი, 2017 - 20:33

საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი კვირაში მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც 1,289 მლნ დოლარის ეკვივალენტია, მისი წლიური შემოსავალი 54.8  მილიონი იქნება - იუწყება The Times-ი.

როგორც გამოცემა წერს,  30 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიოში პირველი მოთამაშე ხდება, რომელიც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებს, მაშინ როდესაც კრიშტიანუ რონალდუ კვირაში "მხოლოდ" 365 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს, რაც 470 ათას დოლარს შეესაბამება.

"ბარსელონას"  წარმომადგენლები ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელებას  2021 წლის  30 ივნისამდე აპირებენ. ახალ კონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. 

შეგახსენებთ, ლიონელ მესი საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაში" 2003 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად  585 მატჩი ჩაატარა და  510 გოლი გაიტანა. არგენტინელი ხუთჯერ აღიარეს მსოფლიოს  საუკეთესო ფეხბურთელად.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46