ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური 26-ე სესია დასრულდა

, 09 ივლისი, 2017 - 15:17

მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მუშაობა დაასრულა. 5 დღის განმავლობაში 50-მდე ქვეყნის 300 პარლამენტის წევრი საკომიტეტო და პლენარული სხდომების ფორმატში მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკიტხებს განიხილავდნენ.

საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დღეს ღონისძიების მონაწილეებმა მინსკის დეკლარაცია მიიღეს და ვიცეპრეზიდენტები აირჩიეს. საპარლამენტო ასამბლეის მუშაობა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ შეაფასა.

„ასამბლეა მინსკის დეკლარაციის მიღებით დასრულდა, სადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები აისახა, მათ შორის, ჩვენი დელეგაციის ინიცირებით ტექტსში შევიდა ცვლილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას შეეხება. ასევე ტექტში ასახულია მოწოდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდების შესახებ. აგრეთვე დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებისა და მათ ქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ასამბლეა მნიშვნელოვანი იყო ასევე ქართული დელეგაციისთვის, რადგან პატივი მერგო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი გავხდი და მომხსენებლის უფლებამოსილების ფარგლებში შესაძლებლობა მომეცემა კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანო ასამბლეის საქმიანობაში. საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით მივმართე ჩემი კოლეგებს ეუთოს წინაშე მდგარი გამოწვევების საკითხზე. დელეგატებს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარების შესახებ. გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის ფაქტზე.

საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ეუთოს ასამბლეის ფარგლებში გავმართეთ პარალელური ღონისიზება თემაზე:„საქართველოს პარლამენტის როლი OGP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის”. ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინე ფრუიძემ წარმოადგინა საქართველოს მიღწეული შედეგებისა და სამოქმედო გეგმის საკითხების და გამოწვევების შესახებ. კონფერენციაში ასევე სიტყვით წარსდგნენ და დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა გერმანიის, ესტონეთის, უკრაინისა და სლოვაკეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა. და ისაუბრეს საკუთარი გამოცდილების შესახებ OGP-ს ფარგლებში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა საშუალება გავაძლიეროთ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები და სწორედ ამიტომ გავმართეთ ორმხრივი ,ძალიან საინტერესო შეხვედრები წევრი ქვეყნების დელეგაციებთან“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრებიც შეაფასა და ყურადღება აბრეშუმის გზის მხადამჭერი ჯგუფის შექმნასა და გენდერულ საკითხებზე გამართულ ღონისძიებაზე გაამახვილა.

„აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფი შექმნის ღონისძიებაზე საპარლამენტო დელეგაციის წევრი, არჩილ თალაკვაძე წარდგა და ჯგუფის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჯგუფის მიზანი წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანზიტო-ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო მხარდაჭერის გაძლიერებაა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია. რაც შეეხება გენდერულ თანასწორობის საკითხზე გამართულ შეხვედრას, ქართულ დელეგაციას საშუალება მოგვეცა ჩვენი კოლეგებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის ხელშესწყობის მიზნით საქართველოს მიერ გადადგული ნაბიჯებისა და საქართველოს პარლამენტში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმატებული საქმიანობის შესახებ“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველწლიური სესია 5 დღის განმავლობაში, 5-9 ივლისს მიმდინარეობდა. მომდევნო 27-ე ყოველწლიური სესია 2018 წელს ბერლინში ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59