Art-გენი 2017 ხვალ, 10 ივლისს, სურამში გაიხსნება

, 09 ივლისი, 2017 - 14:06

ხვალ, 10 ივლისს სურამში ბაიანთხევის ტყე-პარკში ფესტივალი „Art-გენი 2017“ რეგიონული ტურნეთი გაიხსნება. ფესტივალის პირველ დღეს სურამში დღის მანძილზე წარმოდგენილი იქნება, ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა“; შიდა ქართლის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ. დღის ბოლოს დასკვნით კონცერტს გამართვენ ჯგუფი „რეგიონი“ და Asea Sool.

რეგიონული ტურნე 12 ივლისს მცხეთაში გაგრძელდება და მცხეთის ახალ ნავსადგურში გაიმართება. Art-გენის თბილისის ტურს 17-24 ივლისს ტრდაციულად ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.

„ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში 17 ივლისს თბილისის ტურს გახსნის სოფი ვილი. 18 ივლისს Art-გენის სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool,. 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერ“ -თან ერთად ; 20 ივლისს _ ჯგუფი „რეგიონი“; 21 ივლისს _ ჯგუფი „ფრანი“ . 22 ივლისს Art-გენის სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს“ დაეთმობა; 23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძეს და „ 33ა“ -ს. „ Art-გენი 2017“ 24 ივლისს “სუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.

ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა“; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46