ორნელა მუტის ვლადიმერ პუტინთან ვახშამი 30 000 ევროზე მეტი დაუჯდა

შაბათი, 08 ივლისი, 2017 - 17:20

ტრიესტეს სააპელაციო სასამართლომ  იტალიელ მსახიობს ორნელა მუტის 600 ევროს ნაცვლად  ჯარიმა 500 ევრომდე და  პატიმრობა რვა თვის ნაცვლად, ექვს თვემდე შეუმცირა, - იუწყება  ANSA.

მსახიობმა ასევე, პირობით სასჯელს თავი რომ დააღწიოს,  დაზარალებულ მხარეს 30 000 ევრო უნდა გადაუხადოს. გარდა ამისა,  მსახიობს  იურიდიული ხარჯების - 3,6 ათასი ევროს ანაზღაურება დაეკისრა.

 მსახიობის წინააღმდეგ სარჩელი ქალაქ პორდენონეს თეატრის ადმინისტრაციამ შეიტანა. 2010 წელს მუტი თეატრში გამართულ სპექტაკლზე არ გამოცხადდა, სადაც მთავარი როლი უნდა შეესრულებინა. ამისთვის კი მუტიმ თეატრს ყალბი სამედიცინო ცნობა წარუდგინა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მსახიობი ავად არ იყო და ის ქევინ ქოსთნერთან ერთად სანკტ-პეტერბურგში საქველმოქმედო ვახშამზე იმყოფებოდა, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა. სასამართლოზე ვიდეოჩანაწერიც წარმოადგინეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53