გთხოვთ ირწმუნოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა - გიორგი მარგველაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტი მადლობის წერილს უგზავნის

შაბათი, 08 ივლისი, 2017 - 13:14

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მადლობის წერილი მიიღო.

ემანუელ მაკრონი გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის პრეზიდენტად არჩევის მილოცვისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში გაღრმავდება.

"დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ მიმართულებით ჩემს სრულ ჩართულობაში და ასევე, ჩემს ერთგულებაში, რომ საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროკავშირთან მისი დაახლოების მხარდაჭერას მშვიდობის, სტაბილურობისა და მთელი რეგიონის განვითარების სასარგებლოდ. 

გთხოვთ ირწმუნოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა", - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის მადლობის წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46