პროვოკაციული "მარშის" ინსცენირებით უნდათ ოკუპანტების გამოწვევა, შესაძლებელია მსხვერპლიც - ჯუმბერ კირვალიძე პროვოკაციაზე საუბრობს

შაბათი, 08 ივლისი, 2017 - 16:06

პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძის განცხადებით, 14 ივლისს "ქართველთა მარშის" დისკრედიტაციის მიზნით, ნაცმოძრაობა და და მათი მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციას გეგმავენ და სააკაშვილის ავანტიურისტული გეგმის განხორციელებას აპირებენ.

"ნაცხროვა, "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების გამიზნულ დისკრედიტირებას ეწევა და მათი მისამართით მასმედიაში გაჰყვირიან, - "ქართველთა მარშის" მომხრენი "თუ მაგრები არიან" აღმაშენებელზე (პლეხანოვზე) კი არა, საოკუპაციო ხაზზთან გამართონ "მარშიო".დიახ, 14 ივლისს, როდესაც გაიმართება "ქართველთა მარში" აღმაშენებლის გამზირზე, რომლის მოთხოვნაა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება და არალეგალი, მოკრიმინალო უცხოელების შემოდინების აღკვეთა საქართველოში, სწორედ ამ დღეს ნაცებმა სპეციალურად დაამთხვიეს, პროვოკატორი ნაცები მათი ბელადის სააკაშვილის ავანტიურისტული გეგმის განხორციელებას აპირებენ და საოკუპაციო ხაზზე "ბანერებთან ომისკენ" მოუწოდებენ ქართველ ხალხს. ნაცბანდას, საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციული "მარშის" ინსცენირებით უნდათ ოკუპანტების გამოწვევა, შესაძლებელია მსხვერპლიც, ნაცების პარტია, "ორ გვამს" ყოველთვის ითხოვს მზაკვრული მიზნების მისაღწევად, რათა  ამით აღმაშენებელის გამზირზე "ქართველთა მარშის" მნიშვნელობა და საჭიროება გადაფარონ. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ანტიქართული და მავნე პოპულისტური გაერთიანებაა ნაცმოძრაობა და მისი ნამსხვრევები.

 ცხადზე ცხადია, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის მოსაწესრიგებლად მშვიდობიანი "ქართველთა მარში" აღმაშენებელზე სავსებით საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო, რუსული მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად კი პირიქით, ნებისმიერი პროვოკაციული "მარში" საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უეჭველად სისხლიანი განვითარების საბაბი გახდება და იმის სანაცვლოდ, რომ "შეჩერდეს" მცოცავი ანექსია, უფრო დაიძაბება ვითარება და მეტიც, ადვილად შესაძლებელია საომარი მოქმედებები განახლდეს, აქედან გამომდინარე შედეგებით!.. აქეთკენ მოუწოდებს ხალხს ნაცმოძი და მისი ანასხლეტები, თითქოს ცოტა სისხლი დაღვარეს ქართველი ხალხის, კვლავ სისხლიანი პროვოკაცია განუზრახავთ, მაგრამ, ვერ მოგართვით, ქართული საზოგადოება აღარ წამოეგება ნაცების ავანტიურაზე და 14 ივლისს არ გაყვება მათ საოკუპაციო ხაზთან, სადაც ისინი პროვოკაციას გეგმავენ. ხოლო, ხალხმრავალი "ქართველთა მარში" კი, 14 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე მშვიდობიანად ჩატარდება", - აცხადებს პოლიტოლოგი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46