სამეგრელოში საპატრულო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

შაბათი, 08 ივლისი, 2017 - 02:27

ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ხობში, ზუგდიდსა და ფოთში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ზუგდიდი-ხობის ცენტრალური გზა, რამდენიმე ადგილას ნაშალი მასალით, ქვებითა და ხეებით ჩახერგა, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა ფოთშიც.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. რომელიც ჩახერგილი გზების გაწმენდით სამუშაოებს პირად ხელმძრვანელობდა. მძიმე ტექნიკის საშუალებით გზების გაწმენდვა მალევე მოხერხდა, არსებულ პრობლემურ მონაკვეტებზე მოძრაობა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, ასევე ზუგდიდის და ხობის გამგებელი. შსს-ს სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან.

გზებზე არსებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საპატრულო პოლიცია. ჩახერგილი გზების გაწმენდის სამუშაოებში მძიმე ტექნიკით ჩაერთო კერძო სექტორიც. გუბერნატორმა "შარა- გზა მშენის" ხელმძღვანელობა ოპერატიულად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამეგრეო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული თავად ხელმძღვანელობს. შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტბშიც.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს მუნიციპალიტეტებში, ხვალიდან ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები შეისწავლან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52