მომავლის ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა

პარასკევი, 07 ივლისი, 2017 - 18:43

მანავის მომავლის ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა. პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო დღე ახალგაზრდებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაციით დაიწყეს. მათ ქართული ჯარის შესახებ, სამხედრო განათლების და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.

ჯარისკაცება მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს. მოგვიანებით შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

ლექციების შემდეგ სამხედრო დღე ახალგაზრდებისთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდით გაგრძელდა. სამხედრო ინსტრუქტორებმა მათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები ასწავლეს. 100 მეტრის და 45 მეტრი სიგანის მოედანზე, სამზოლიან წინაღობის დაძლევაში მოზარდები ერთმანეთს წონითი კატეგორიის მიხედვით შეეჯიბრნენ. დღის მეორე ნახევარში ახალგაზრდებისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული ქართული და დასავლური წარმოების თანამედროვე შეიარაღების, სახელმწოფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ტექნიკის და ეკიპირების გამოფენაც მოეწყო.

საზაფხულო სკოლების პროგრამას „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

მანავის მომავლის ბანაკი 8 ნაკადზე 14-18 წლის 1056 მოსწავლეს უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მცირეკონტიგენტიანი (ძირითადად რეგიონებში მდებარე) სკოლების მოსწავლეებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ, დაშავებულ და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს, გამყოფი ხაზების სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ, ასევე სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს მიენიჭათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42