სარაგბო კლუბი „ბათუმი“ წვრთნებს II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გადის

პარასკევი, 07 ივლისი, 2017 - 17:37

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სავარჯიშო შეკრებაზე იმყოფება. სარაგბო სეზონის დაწყებამდე ბათუმელი მორაგბეები სამხედრო ბაზაზე სხვადასხვა ტიპის ფიზიკური მომზადების სავარჯიშოებს ასრულებენ. II ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სპორტსმენებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს, რაც მიზნად მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების დონის ამაღლებას ისახავს.

სამხედრო ბაზაზე მორაგბეებისთვის წვრთნები 3 ივლისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში სარაგბო კლუბ „ბათუმის“ წევრები დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და სხვა ტიპის ფიზიკური მომზადების სავარჯიშოებს ასრულებენ.

სპორტსმენების ფიზიკური მომზადება დიდ დისტანციაზე მარშირებით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45