თავდაცვის მინისტრი იტალიელ დიპლომატს შეხვდა

პარასკევი, 07 ივლისი, 2017 - 15:34

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ გამოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო პოლიციასა და კარაბინერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტთა მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი დანიელე სივიკო დაესწრნენ. დღესვე, საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყოველწლიურ გეგმას ხელი მოეწერა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46