საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

პარასკევი, 07 ივლისი, 2017 - 13:24

კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა, მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

16 სამხედრო მოსამსახურეს დიპლომები, ერთ-ერთ მათგანს კი წარჩინებულის დიპლომი პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გრიგოლაშვილმა გადასცეს.

საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 10 კვირის განამავლობაში 3 ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე მსმენელებმა სამხედრო ტოპოგრაფია შეისწავლეს. მეორე ეტაპზე სავარაუდო მოწინააღმდეგის შეცნობასა და ამ მიმართულებით საჭირო ტაქტიკას, ტექნიკასა და შეიარაღებას გაეცნენ. მესამე ეტაპზე კი, კურსის მონაწილეებმა ოცეულის დონეზე სადაზვერვო მომზადება გაიარეს.

სწავლება, რომლის ძირითადი ნაწილი საველე-პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა, 24 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5