კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზმაუწყებლის წინააღმდეგ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ სარჩელი განიხილა

ხუთშაბათი, 06 ივლისი, 2017 - 18:14

დაარღვია თუ არა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლობის შესახებ კანონი - გადაწყვეტილებას კომუნიკაციების ეროვნული კომისია 13 ივლისს გამოაცხადებს. დღეს კი „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების “ სარჩელი კომისიამ არსებითად განიხილა.

„თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განთავსებული კლიპის შესახებ ედავებიან. სარეკლამო რგოლში ამბობენ, რომ საქართველო, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე გადადის, ევროპული საპარლამენტო მმართველობა კი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს გულისხმობს.

„თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ რეკლამა არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის სტატუსს და მისი მიზანი მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების სასარგებლოდ ცალმხრივი და მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებაა.

„სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტს, რომელიც სოციალურ რეკლამას განმარტავს. მართალია, რეკლამის შინაარსში მოხსენიებული არ არის მმართველი პოლიტიკური ძალა, მაგრამ რეკლამის შინაარსი სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის იდეების გამტარებელია. შინაარსიდან არ იკვეთება არც საქველმოქმედო, არც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი, პირიქით, რეკლამა მიკერძოებულად აწვდის მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ ინფორმაციას, ხოლო მისი მიზანია, საზოგადოების ქცევის შეცვლა მმართველი ძალის ინტერესების სასარგებლოდ.“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია,.

„რეკლამაში პირდაპირ ნათქვამია, რომ დახვეწილ ევროპულ სისტემებში პრეზიდენტის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ და არ ხდება ხალხის მიერ, რაც არის უბრალოდ მიზანმიმართული ტყუილი, რადგან ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკების უმეტესობაში პრეზიდენტის არჩევა ხდება პირდაპირ, ხალხის მიერ",- აცხადებს თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე.

საჩივრის მიხედვით, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ მოითხოვენ, მიეცეს გაფრთხილება საზოგადოებრივ მაუწყებელს და დაევალოს შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის გაშვება ეთერში.

საჩივრის ხელმომწერები არიან: „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე, აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57