„სერვისეარი" თბილისიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

ხუთშაბათი, 06 ივლისი, 2017 - 14:15

ხვალიდან, 7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით იწყებს რეგულარული ფრენების განხორციელებას, - ახალი რეისის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ფრენები შესრულდება ყოველდღე (ოთხშაბათის გარდა), განხორციელდება ორი რეისი, ხოლო პარასკევს და კვირას კი - სამი რეისი.

„ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს შესაძლებობა ექნებათ, ისარგებლონ დილის და საღამოს ფრენებით. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" შეისყიდა ეს მომსახურება და აქედან გამომდინარე, მგზავრობა იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. ერთი გზის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 90 ლარი იქნება. ფრენები ამ ფორმატით გაგრძელდება არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე," - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39