​საქართველოს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

ხუთშაბათი, 06 ივლისი, 2017 - 12:39

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 170 პირი.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 170 მსჯავრდებული, აქედან 9 ქალბატონია. შეწყალების კომისიამ, რომელიც 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით მუშაობდა, სულ 1073 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა. შეწყალებულთაგან 120 პირი, მათ შორის 8 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენი 50 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 1 ქალბატონია, სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება შეფარდებული სასაჯელი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45