კაშპიროვსკიმ უპრეცედენტო გლობალური დისტანციური ფსიქოლოგიური სეანსი განახორციელა

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2017 - 22:49

ცნობილმა ჰიპნოზისტმა და ფსიქოთერაპევტმა ანატოლი კაშპიროვსკიმ უპრეცედენტო გლობალური დისტანციური ფსიქოლოგიური სეანსი ნიუ-იორკის რესტორან "National"-ის დარბაზიდან  განახორციელა. 

როგორც კაშპიროვსკი აცხადებს, მან  მსოფლიოში უპრეცედენტო ფსიქოლოგიური აქციით ცხვირით სუნთქვის  დისტანციური კორექტირება და ხვრინვისგან  გათავისუფლება  მომენტალურად, სამ წუთში მოახდინა, ყოველგვარი ვიზუალური, აუდიო და ვიდეოჩანაწერის გარეშე.

სეანსის  წარმატებით ჩატარებისთვის კი მხოლოდ ორი პირობა იყო საჭირო - სეანსის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და სეანსის დასრულების შემდეგ ექვსი საათის განმავლობაში ცხვირს არ უნდა შეხებოდნენ. ექსტრასენსის მიერ  გამოცხადებულ დროს სეანსში მონაწილე მსურველები სამი წუთის განმავლობაში დაწოლილ ან მჯდომარე მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ და მათ  წინაშე არსებულ ნებისმიერ საგანზე შეეჩერებინათ მზერა. 

მანამდე, ასევე  დისტანციური სეანსი კაშპიროვსკიმ თანდაყოლილი გულის დეფექტების განსაკურნებლად ჩაატარა..

ანატოლი კაშპიროვსკი  გარკვეული პერიოდი ამერიკაში მოღვაწეობს და სეანსების ჩასატარებლად  ნიუ იორკის სასტუმროს საკონფერენციო დარბაზს  იყენებს. დასასწრები ბილეთები სეანსის დაწყებამდე იყიდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61