ვინც ებრძოდით ე.წ. "პროვინციულ ფაშიზმს", ხოლო დღეს ებრძვით "ქართველთა მარშს", ყველანი საქართველოს და ქართველი ერის მტრები ხართ - ჯუმბერ კირვალიძე

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2017 - 16:16

ვინც ებრძოდით ე.წ. "პროვინციულ ფაშიზმს", ხოლო დღეს ებრძვით "ქართველთა მარშს", ყველანი საქართველოს და ქართველი ერის მტრები ხართ", - აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე. პოლიტოლოგი "ქართველთა მარშს" შეუერთდება და საქართველოში უცხოელების თავგასულობას გააპროტესტებს. 

"ზოგიერთი "ვეტერანი დემოკრატის" აზრით, ლიბერასტებზე აღარაფერს ვამბობ, თურმე, უცხოელების თავგასულობაზე "ქართველთა მარშის" სახით პროტესტის გამოთქმა, - "ნაციზმი და ფაშიზმია"?! ასე ვინც ფიქრობთ, თქვენ პირდაპირი მემკვიდრეები ხართ ედუარდ შევარდნაძის, რომლის ორგანიზატორობით საქართველოს მტრებმა დაამხეს ქვეყნის კანონიერი ხელისუფლება, ხოლო პრეზიდენტ გამსახურდიას რამდენიმეთვიან მმართველობას, "პროვინციული ფაშიზმი" უწოდეს, რითაც ისარგებლეს და დღესაც სარგებლობენ საქართველოს დაუძინებელი მტრები.

საქართველოსთვის, სწორედ ამ დამღუპველი რიტორიკის ერთგულები ხართ და დღესაც, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებულად ებრძვით ქართულ სახელმწიფოს, ეროვნულ და ჭეშმარიტად დემოკრატიულ იდეალებს. ვისაც გინდათ, რომ ცნება "ქართველი", - დაჩმორებულ-დაგლახებული ერის სინონიმად იქცეს და ამას "ცრუდემოკრატიული ღირებულებების ერთგულებით ამართლებთ", ყველანი ხართ საქართველოს მტრები და ადრე თუ გვიან "თქვენსას მიიღებთ", რადგანაც თავად ბრძანდებით ლიბერალ-ფაშისტები, მსოფლიო გლობალიზმის აგენტები და სულგაყიდული ადამიანები, რომლებისთვისაც სულერთია, "თავის დროზე", - მშობლიურ მიწას მიაბარებენ თუ სადმე, ამერიკა-რუსეთ-ევროპაში კრემირებულს, იქვე დაფლავენ", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58