საქართველოში პრობლემების მოგვარება არ ხდება. ამ ქვეყანაში ერთი პრობლემა მეორე პრობლემით იფარება - თამარ კეკენაძე

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2017 - 17:02

 რუსეთს არ გადაუხდია პოლიტიკური ფასი 2008 წელს და რუსეთი არ იხდის პოლიტიკურ ფასს მას შემდეგ, რაც მუდმივად ცდილობს დაარღვიოს ყველა არსებული შეთანხმება და ფაქტია, სადაცაა თბილისს მოგვიკაკუნებს, - ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს.

მისი განმართებით, ყველაფერი გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ,,ქართული ოცნება’’ ახორციელებს, უფრო სწორად, პოლიტიკის არ არსებობიდან.

"ჩვენ არ ვიცით რეალურად რა სტატეგია აქვს ,,ქართულ ოცნებას’’ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა და დეოკუპაციისთვის. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხი იდგეს დღის წესრიგში“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

პარტიის გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საკითხი არ იქნება დღის წესრიგში იმ შეხვედრაზე, სადაც კვირის ბოლოს ხვდებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები. მისი განმარტებით მთავარი თემები იქნება სირია და უკრაინა.

"უკრაინის შემთხვევაში მოხერხდა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება, პოლიტიკური ფასი რუსეთმა მაინც გადაიხადა, თუ სანქციებს გავითვალისწინებთ, ჩვენ შემთხვევაში ესეც ვერ მოხერხდა“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა აწარმოოს ძალიან სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკა და აქვე დასძენს, რომ თვის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში. ეს არის მათი მხრიდან გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და საქართველოსთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა სტრატეგიულ პარტნიორთან ძალიან ღიად გულწრფელად ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს რუსეთთან პირისპირ, რათა არ მივიღოთ კიდევ უფრო მეტად დამძიმებულ  ვითარება.

"ერთია საერთაშორისო რეაგირება და მეორე ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული მძიმე ვითარება. საქართველოში პრობლემების მოგვარება არ ხდება. ამ ქვეყანაში ერთი პრობლემა მეორე პრობლემით იფარება და სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ დავიწყებთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დალაგებას ძალიან მალე გამოუსწორებელ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46