ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატიდან 13 მედალი ჩამოიტანეს

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2017 - 16:35

ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატიდან  13 მედალი ჩამოიტანეს. ამასთან დაკავშირებით 5 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებების მიღება  გაიმართა . ევროპირველობაზე წარმატებით გამოსულ მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს.

მინისტრმა მოჭიდავეებს ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა და სამინისტროს და ფედერაციის თანამშრომლობის გეგმები გააცნო.

ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს 27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გერმანიის ქალაქმა დორტმუნდმა უმასპინძლა, რომელზეც საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ- რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებით გამოვიდნენ და ჯამში 13 მედალი მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე, რომელსაც ბელდუხ გავაშელიშვილი წვრთნის - 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა, ვერცხლის მედალს ნიკა კენჭაძე (74 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები - ედემი ბოლქვაძემ (60 კგ), თეიმურაზ ვანიშვილმა (55 კგ) და ზაურ ბერაძემ (84 კგ) მოიპოვეს.

"თავისუფლებმა" ევროპირველობაზე მე-3 გუნდური ადგილი დაიკავეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი მედალი რვავე წონაში დაისაკუთრა და 1 გუნდური ადგილი დაისაკუთრა. 

ევროპის ჩემპიონები გახდნენ რამაზ სილაგავა (50), ლერი აბულაძე (60) და ზვიად პატარიძე (+120 კგ), ვინც ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. ვერცხლის მედალს გიორგი კურტანიძე (66) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ნუგზარ წურწუმიამ (55), თემურ ჭკუასელიძემ (84), ბექა მამუკაშვილმა (74) და გიორგი ბარბაქაძემ (96) მოიპოვეს. პატარა "ანტიკოსების" მთავარი მწვრთნელი სოსო ჯაბიძეა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

გივი მაჭარაშვილი (97 კგ) - ოქრო

ნიკა კენჭაძე (74 კგ) - ვერცხლი

ედემი ბოლქვაძე (60 კგ) - ბრინჯაო

თეიმურაზ ვანიშვილი (55 კგ) - ბრინჯაო

ზაურ ბერაძე (84 კგ)  - ბრინჯაო

მთავარი მწვრთნელი: ბელდუხ გავაშელიშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

რამაზ სილაგავა (50) - ოქრო ლერი აბულაძე (60)  - ოქრო

ზვიად პატარიძე (+120 კგ) - ოქრო

გიორგი კურტანიძე (66)  - ვერცხლი

ნუგზარ წურწუმია (55) - ბრინჯაო

თემურ ჭკუასელიძემ (84) - ბრინჯაო

ბექა მამუკაშვილი (74) - ბრინჯაო

გიორგი ბარბაქაძე (96)  - ბრინჯაო

მთავარი მწვრთნელი: სოსო ჯაბიძე

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39