სანდრო ბრეგაძე ქართველთა მარშს აანონსებს

ორშაბათი, 03 ივლისი, 2017 - 15:54

ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძის ორგანიზებით, 14 ივლისს,  20 საათზე,  აღმაშენებლის გამზირზე ქართველთა მარში გაიმართება.

სანდრო ბრეგაძე საქართველოდან არალეგალი მიგრანტების გაძევებას, პროსტიტუციის ბუდეების, არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმასა და ნარკოტიკებით ვაჭრობის აკრძალვას ითხოვს. 

"ქართული კანონმდებლობის მიხედვით ყველა უცხოელი,რომელიც არალეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არღვევს კანონს და ის ექვემდებარება დაკავებას და დეპორტაციას. ამას ვითხოვთ ჩვენც. ასევე ქართული კანომდებლობით იკრძალება პროსტიტუციის ბუდეების შექმნა, არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა და ნარკოტიკებით ვაჭრობა, ჩვენც ვითხოვთ, რომ აღსრულდეს კანონი და ეს საეჭვო ტიპის დაწესებულებები დაიხუროს და პასუხისგებაში მიეცნენ მათი მფლობელები. ასევე ვითხოვთ საკანომდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლება.

ჩვენი ყველა მოთხოვნა ემსახურება არსებული კანონების დაცვას და აღსრულებას", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39