ქართველთა მარში შინაურების გამოსაფხიზლებლად და გარეულების გასაფრთხილებლად გაიმართება - ჯუმბერ კირვალიძე

სამშაბათი, 04 ივლისი, 2017 - 21:35

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე  სანდრო ბრეგაძის მიერ დაანონსებულ  "ქართველთა მარშს" ეხმიანება და აცხადებს, რომ  "ქართველთა მარში"  შინაურების გამოსაფხიზლებლად და გარეულების გასაფრთხილებლად" გაიმართება.

"რუსებმა სამხედრო ძალით მიითვისეს საქართველოს მიწა-წყლის 20%! არაბები, თურქები, ირანელები, ინდუსები, ჩინელები და სხვა უცხოტომელები, ფულით ყიდულობენ დარნარჩენ 80%-ს! პირველ შემთხვევაში, თუ ჯერჯერობით უძლურნი ვართ და ვერ ვიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, მეორე შემთხვევაში, ხომ მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, რომ შევინარჩუნოთ და არ გავასხვისოთ სამშობლო. ამისთვის კი საჭიროა, რომ ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი კანონები, მოქალაქეობის და ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით, აღკვეთოს ყოველგვარი კანონდამრღვევი ფაქტი, რომელიც შეეხება ქართველების, საქართველოს ყველა მოქალაქის შევიწროებას და დამცირებას უცხოელების მხრიდან,  არალეგალი აზიელ-აფრიკელების მყისიერ დეპორტაციას საქართველოდან და ა.შ. ამიტომაც დაიგეგმა "ქართველთა მარში", რომ ხელისუფლებამ გამოიღვიძოს და იხელისუფლოს საქართველოს ეროვნული და მოქალაქეობრივი ინტერესების დასაცავად.

 მე, 14 ივლისს, 20 საათზე გელოდებით ჩემი მშობლიური სკოლის წინ, აღმაშენებლის გამზირზე და ჩემს მეგობრებთან ერთად პირველ რიგში ვიქნები "ქართველთა მარშის", რადგანაც მწამს და მჯერა, რომ იგი აუცილებლად უნდა გაიმართოს,- შინაურების გამოსაფხიზლებლად და გარეულების გასაფრთხილებლად! და კიდევ იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, - ქართველი ერი არ მომკვდარა და არც აპირებს სიკვდილს! დიახ, საქართველოს წინ მარადიული სიცოცხლე და გამარჯვებები ელის", - ", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61