გუანტანამოს ყველაზე ახალგაზრდა ყოფილი პატიმარი 8 მილიონამდე კომპენსაციას მიიღებს

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2017 - 14:19

გუანტანამოს ყოფილი პატიმარი ომარ ხადრი  ციხეში გატარებული ათი წლის შემდეგ, კანადის ხელისუფლებისაგან   8 მილიონამდე კომპენსაციას მიიღებს, - იუწყება Reuters-ი.

კანადის მოქალაქე 15 წლის ომარ ხადრი ტყვედ ავღანეთში 2002 წელს, ამერიკელებმა აიყვანეს.  მან აღიარა სამხედრო ექიმის მკვლელობა და ყველაზე ახალგაზრდა პატიმარი იყო  კუბის  სამხედრო ციხეში.

მოგვიანებით, ხადრიმ განაცხადა, რომ მან ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა, ადვოკატებმა კი გუანტანამოში მის მიმართ ცუდად მოპყრობა გაასაჩივრეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ავღანეთში ტყვედ მამასთან ერთად აიყვანეს, რომელიც "ალ-ქაიდას" , წევრია .

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46