Art-გენი 2017 რეგიონული ტურნეთი გაიხსნება

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2017 - 14:09

10 ივლისს სურამში ბაიანთხევის ტყე-პარკში ფესტივალი „Art-გენი 2017“ რეგიონული ტურნეთი გაიხსნება. რეგიონული ტურნე 12 ივლისს მცხეთაში გაგრძელდება და მცხეთის ახალ ნავსადგურში გაიმართება.

Art-გენის თბილისის ტურს 17-24 ივლისს ტრდაციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმი უმასპინძლებს.

წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში 17 ივლისს თბილისის ტურს გახსნის სოფი ვილი. 18 ივლისს Art-გენის სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool,. 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერ“ -თან ერთად ; 20 ივლისს - ჯგუფი „რეგიონი“; 21 ივლისს - ჯგუფი „ფრანი“ . 22 ივლისს Art-გენის სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს“ დაეთმობა; 23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძეს და „ 33ა“ -ს. „ Art-გენი 2017“ 24 ივლისს “სუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.

ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა“; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58