ოპოზიცია ხელისუფლებას დიალოგს სთავაზობს

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2017 - 13:57

 სასტუმრო „რედისონში“ გამართულ კონსტიტუციური რეფორმის შესახებ  კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას ოპოზიციის წინადადებები და მოსაზრებები „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ გააცნო.

როგორც კუკავა აცხადებს, კონსტიტუციის რეფორმის პროცესში არსებული რამდენიმე პრინციპული საკითხიდან, ამ ეტაპზე, კონსესუსი მხოლოდ ერთ მათგანზეა - საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა -  მიღწეული. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სისტემის და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის საკითხებს, კონსესუსი მიღწეული არ არის.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, კონსტიტუციის ცვლილებისას პოლიტიკურ ძალებს შორის კონსესუსის მიღწევა, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ პოლიტიკურ პარტიებთან ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.

ოპოზიციური პარტებმა დაადასტურეს რომ მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, რათა III მოსმენისთვის მივიღოთ ცვლილებების კომპრომისული პროექტი.

"მზად ვართ კონსულტაციების პროცესში განვიხილოთ, როგორც კონსტიტუციური რეფორმის საკითხები, აგრეთვე სხვა ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო გარემოს. იმედს გამოვთქვამთ, ოპოზიციის შეთავაზებაზე ხელისუფლების მხრიდან უმოკლეს ვადებში გაკეთდება საპასუხო განცხადება", - აცხადებენ ოპოზიციაში.

თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ კონსტიტუციური რეფორმის შესახებ  კონფერენციას  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, დიპლომარტიური კორპუსის წარმომადგენლები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ესწრებოდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46