დონალდ ტრამპის ქმედებები კაცობრიობას საფრთხეს უქმნის - სტივენ ჰოკინგმა BBC-ის ინტერვიუ მისცა

სამშაბათი, 04 ივლისი, 2017 - 23:48

ბრიტანელმა ფიზიკოსმა და ასტროფიზიკოსმა. ფიზიკო-თეორეტიკოსმა სტივენ ჰოკინგმა, რომელიც კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში მოღვაწეობს, BBC-ს ინტერვიუ მისცა.

მეცნიერმა ინტერვიუში განსაკუთრებული შეშფოთება კაცობრიობის მომავალზე გამოთქვა, ხოლო ამერიკის პრეზიდენტის   დონალდ ტრამპის  გადაწყვეტილება პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, დედამიწისთვის საფრთხის შემცველად შეაფასა. 

"ჩვენ ვუახლოვდებით გარდამტეხ წერტილს, როდესაც გლობალური დათბობა შეუქცევად ხასიათს იღებს. ტრამპის ქმედებებმა, შესაძლოა, დედამიწა უფსკრულამდე მიიყვანოს და ის ვენერას მსგავსი გახადოს - 250 გრადუსიანი ტემპერატურით და მჟავის  წვიმებით", - აცხადებს ჰოკინგი  BBC-სთვის  მიცემულ ინტერვიუში.

ჰოკინგი კლიმატის ცვლილებას  ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს, რაც კაცობრიობის წინაშე დგას და მისი თავიდან აცილება შესაძლებლად მიაჩნია, თუკი მოქმედებებს უკვე დაიწყებენ.

რაც შეეხება ეკოლოგიური პრობლემებისა და  ქვეყნებს შორის კონფლიქტების გადაჭრას, პროფესორს საკმაოდ პესიმისტური პასუხი აქვს და ფიქრობს, რომ ადამიანების სიცოცხლე დედამიწაზე დიდხანს არ გაგრძელდება.

"ვშიშობ, რომ სიხარბე და აგრესია -. განუყოფელი ნაწილებია ადამიანის გენომისა. მაშინ, როდესაც სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება და მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა აქტიურად მიმდინარეობს, კატასტროფულ შედეგებს უნდა ველოდოთ. ერთადერთი, რასაც შეიძლება კაცობრიობა დაეყრდნოს, ესაა  დამოუკიდებელი კოლონიების  შექმნა კოსმოსში" - აცხადებს ჰოკინგი.

სტივენ ჰოკინგმა ბრექსიტთან დაკავშირებით  შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ  ევროკავშირიდან გამოსვლა  გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ბრიტანეთში სამეცნიერო კვლევებს. მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯები ნეგატიურ შედეგებს მოიტანს და  ბრიტანელი მეცნიერები იზოლაციაში აღმოჩნდებიან.

ასტროფიზიკოსმა საკუთარ თავზეც ისაუბრა.

 "არასოდეს მიფიქრია, რომ 75 წლამდე ვიცოცხლებდი. როდესაც 21 წლის ასაკში დიაგნოზი დამისვეს, ექიმების ვარაუდით, ორი ან სამი წელი უნდა მეცოცხლა,  54 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები მაქვს და ინვალიდის ეტლში ვზივარ, მე გავაგრძელე მუშაობა და სამეცნიერო კვლევების წერა, თუმცა, ეს ჩემი  ოჯახის, მეგობრების და კოლეგების  თავდაუზოგავი დახმარებით შევძელი. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა, ვფიქრობ, ე.წ." შავი ხვრელების" აღმოჩენაა, რომლებიც სამყაროში ნამდვილად არც  ისეთი  შავები არიან", - განაცხადა ჰოკინგმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46