​საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო

სამშაბათი, 04 ივლისი, 2017 - 16:07

 საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად გამოეხმაურება შექმნილ ვითარებას.

აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.

“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებებს, რომელიც მის ხელთ არსებობს, იმისთვის, რომ შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და არცერთი ფაქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ჩვენი რეაგირების გარეშე არ დარჩება”, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42