პოლონეთში სუპერმარკეტებიდან უკრაინაში წარმოებული კონტრაფაქციული ქართული ღვინოები ამოიღეს

სამშაბათი, 04 ივლისი, 2017 - 14:45

 ქართული და ევროპული ოფიციალური უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, პოლონეთის ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში აღმოჩენილ, უკრაინაში წარმოებულ ღვინის ეტიკეტებზე დატანილი იყო ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელება - „კახეთი“.

მისივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა მითითებულ კონტრაფაქციულ საქონლთან დაკავშირებით, მიმართეს ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების საკითხებზე.

„ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მიერ პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსადმი გაცემული მითითების შესაბამისად, პოლონეთის სუპერმარკეტების ქსელში ინსპექტირება განხორციელდა. შედეგად დადგინდა, რომ ღვინო უკრაინაში იყო წარმოებული და იყიდებოდა ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების („კახეთი“) გამოყენებით, რის შემდგომ, იმიტირებული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5