საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი პოსტ სკრიპტუმში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 04 ივლისი, 2017 - 14:26

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი პოსტ სკრიპტუმში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"2017 წლის 2 ივლისს რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, გავიდა სიუჟეტი ე.წ. „პანორამა თბილისის“ მშენებლობის შესახებ, ვითომ აღნიშნული პროექტის მშენებლობის გამო ლეგი კალანდაძეს ქონება წაართვეს. საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი არავითარ ინფორმაციას არ ფლობს ლეგი კალანდაძის შესახებ, აღნიშულ პიროვნებას ან რაიმე საკითხს მასთან მიმართებაში არავითარი კავშირი არ აქვს თავისუფლების მოედანთან მშენებარე პროექტთან.

თავისუფლების მოედანთან არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვა მოხდა 2014 წელს, აღნიშნული ნაკვეთი შეძენილ იქნა შენობა-ნაგებობის გარეშე, შესაბამისად დემონტაჟი ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება განხორციელდა ნასყიდობამდე, აქედან გამომდინარე, ლეგი კალანდაძის ქონების წართმევა ან უგულველყოფა, ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ, საფუძველს მოკლებულია. გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თავისუფლების მოედანთან 7 ვარსკვლავიანი საერთაშორისო, უმაღლესი კლასის სასტუმროს მშენებლობა ყველა კანონის, ნორმისა და პროცედურების დაცვით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41