ზუგდიდში მარტოხელა ხანდაზმულებზე სპეციალური მობილური ჯგუფი იზრუნებს

სამშაბათი, 04 ივლისი, 2017 - 13:21

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მარტოხელა, ხანდაზმულ მოქალაქეებზე სპეციალური მობილური ჯგუფი იზრუნებს. ჯგუფში ექიმები, სტილისტები და ტექნიკური მუშაკები შედიან, რომლებიც ხანდაზმულ ბენეფიციარებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, ჰიგიენურ ნორმებზე იზრუნებენ და საცხოვრებელ გარემოს მოუწესრიგებენ.

მობილური ჯგუფი რომელიც სპეციალური ავტომობილით და საჭირო ინვენარებით გადაადგილდება მოხალისეებისგან შედგება. „ხანდაზმულებზე მზრუნველი“ დღეს პირველად სოფელ ხეცერაში მცხოვრებ 78 წლის ქალბატონს ესტუმრნენ, მოხალისეები ამჟამად საჯარო მოხელეები იყვნენ.

პროექტს ზუგდიდის გამგეობა, არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით ახორციელებს. 2018 წლიდან კი მის განხორციელებას დამოუკიდებლად გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6