რუსთავი 2-ის სიუჟეტთან დაკავშირებით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 04 ივლისი, 2017 - 11:59

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სიუჟეტთან დაკავშირებით,  საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს

"2017 წლის 1 ივლისს რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა კურიერში, გავიდა მრავალი სიცრუისა და უზუსტობის შემცველი სიუჟეტი, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენელმა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მოთხოვნის მიუხედავად, არ მოახდინა კითხვების კომუნიკაცია, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია იყო ცალმხრივი და მიკერძოებული.

სიუჟეტის თანახმად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა კერძო პირებმა, 1 ლარად, მიისაკუთრეს აბაშაში არსებული 200ჰა მიწის ნაკვეთი. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ზემოხსენებულ პროექტს ახორციელებს და ამ მიწის ნაკვეთით მოსარგებლეს წარმოადგენს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

მოგახსენებთ რომ, აბაშაში არსებული 200 ჰა მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა შპს „საქართველოს მიწის კორპორაციას“, რომელმაც, მიუხედავად აღებული საინვესტიციო ვალდებულებისა, 2015 წლის 27 ნოემბერს, ბიუჯეტში შეიტანა მიწის სრული საბაზრო ღირებულება - 628,310 ლარი, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროს მიერ იქნა დადგენილი. მოცემულ ტერიტორიაზე განხორციელდა 4 200 000 ლარის ინვესტიცია, მოყვანილ იქნა ერთწლიანი კულტურები, აშენდა 7500 ტ მოცულობის მარცვლეულის შესანახი ელევატორი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ბუჩქნარებისგან გაიწმინდა მიწის ფართობები, გაკეთდა 15,6 კმ შიდა გრუნტის გზა, დასაქმდა 35 ადგილობრივი მოსახლე და გზა გაუკეთდა ანჯელის მასივში მცხოვრებ 15 კომლიან სამარღანოს დასახლებას.

სამწუხაროა, რომ რუსთავი 2 აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიმართ, მსგავსი დაუზუსტებელი და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებისთვის, საქართვლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უკვე ერთხელ დაადგინა-ქარტიის პირველი პრინციპის (სიზუსტე) დარღვევა, რომელიც შეეხებოდა 2016 წლის 8 მაისს რუსთავი 2-ის ეთერში გასული გადაცემის „განსხვავებული აქცენტების“ სიუჟეტს, კერძოდ ს.ს. საქართველოს სათბურის კოპრორაციის მიერ აშენებული 12ჰა სათბურის შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, მის შესყიდვასა და განვითარებასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს თანაინვესტირების ფონდი გეგმავს, ისევ მიმართოს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი-2 და მისი გუნდი, მომავალში, თავს შეიკავებს განზრახ სიცრუის გავრცელებისგან და ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, წინასწარ, გონივრული ვადით ადრე მოახდენს კითხვების კომუნიკაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42