ზაზა ფაჩულია საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

სამშაბათი, 04 ივლისი, 2017 - 11:51

 თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  ნომინაციაში -„ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის"- გამარჯვებული ზაზა ფაჩულია გახდა. ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ზაზა ფაჩულიას დედას, მარინა კოდუას გადასცა.

სიტყვით გამოსვლისას ტარიელ ხეჩიკაშვილიმა ზაზა ფაჩულიას წარმატებებზე ისაუბრა.

"მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო! საქართველოსთვის 2017 წელი სპორტული კუთხით უდავოდ გამორჩეულია: დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებს ვმასპინძლობთ, ქართველი სპორტსმენები თითქმის ყოველ თვე გვახარებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოგებული ოქროს მედლებით, უამრავ წარმატებებს შორის კი უდავოდ გამორჩეულია ჩვენი სახელოვანი კალათბურთელის, ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას მიღწევა - ის NBA-ს ჩემპიონი გახდა! წმინდა სპორტული კუთხით ეს უდიდესი ტრიუმფია - ამ ტიტულზე ყველა კალათბურთელი ოცნებობს და უნდა ვაღიაროთ, რომ ზაზამ მოახერხა ის, რაც არაერთმა სახელოვანმა მოთამაშემ ვერ შეძლო. გარდა იმისა, რომ ზაზას ჩემპიონობა უდიდესი სპორტული გამარჯვებაა, მისი ტრიუმფი საქართველოს წარმატებაცაა. როცა ფინალური სერიის უკანასკნელი თამაში დასრულდა, ზაზამ NBA-ს ჩემპიონის თასი საქართველოს დროშასთან ერთად აღმართა. დარწმუნებული ვარ იმ წუთებში არა მარტო მე ვიყავი ძალიან ამაყი და ბედნიერი! მსურს მივულოცო ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილს - ზაზა ფაჩულიას ეს უდიდესი გამარჯვება, მის დედას, ქალბატონ მარინას კი ეს საპატიო მედალი გადავცე . ღონისძიების მიზანი, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარებაა, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში", - განაცხადა მინისტრმა.

.  სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტისა და ICMPD- ის წარმომადგენლების მიერ, 11 გამარჯვებული გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში: ჯილოდო მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის; ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის; საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის; სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის; საქართველოს უცხოელი მეგობარი.  გამარჯვებულებს, სიმბოლურად, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლი გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39