შსს ე.წ.ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 03 ივლისი, 2017 - 12:45

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ.ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ე.წ.ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აგლაძის ქუჩაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ. 2500 კვ/მ-მდე ფართობზე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მიუხედავად ხანძრის მასშტაბებისა, მეხანძრეების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო–სამაშველო ჯგუფები, პრევენციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ შემთხვევის ადგილზე პატრულირებას.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39