ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში შეხვედრებს მართავს

ორშაბათი, 03 ივლისი, 2017 - 13:24

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 3-6 ივლისს სტრასბურგს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტში გამართავს. ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება. დაგეგმილია შეხვედრა ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფისა და ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან, ასევე, ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის საბჭოსთან და ევრონესტის წარმომადგენლებთან.

ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას გააცნობს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია შედიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39