კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ორშაბათი, 03 ივლისი, 2017 - 15:16

ქალაქ კრაკოვში, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ, ისტორიულ ღვინის ქარხანაში “Winnica Srebrna Góra“-ში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია “Georgian wines for the summer“ გაიმართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera“-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.

ქართული ღვინის პრეზენტაციას ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლები, ღვინის ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის კულტურაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვები ილიკო სუხიშვილის ეროვნული ბალეტის მოცეკვავეების შესრულებით.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების სხვადასხვა დასახელების ღვინოები: „მარანი“, „ბესინი“, „ვაინმენი“, „შუხმანის ღვინოები“, „შატო მუხრანი“, „ჯეველი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ვაზიანი“, „მანდილი“, „კორპორაცია ქინძმარაული“ და „კახური ღვინის მარანი“.

მსგავსი ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის პოლონეთში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, პოლონეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური მონაცემებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45