ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 2500-მდე კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა

ორშაბათი, 03 ივლისი, 2017 - 12:05

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 2500-მდე კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ხანძარი სამსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც საბურავები და საღებავები იყიდებოდა.  დამწვარია აგლაძის ქუჩაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია.

დაზარალებული მოვაჭრეების ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს.

დაზარალებულები არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი მიზანმიმართულად არის გაჩენილი და ამბობენ, რომ ელექტროენერგია ბაზრობის ტერიტორიაზე საღამოს 8 საათიდან ითიშება.

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ, გვიან საღამოს გაჩნდა. ხანძარს 30 ერთეული სახანძრო და 150-მდე მაშველი სამი საათის განმავლობაში აქრობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინიტროს პოლიციის დეტექტივების სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტს ეხება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45