დედაქალაქს დასუფთავების ახალი მანქანები მოემსახურება

შაბათი, 01 ივლისი, 2017 - 13:04

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი ტექნიკა შეიძინა. დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება და მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.

მერიის ინფორმაციით, 29 ერთეული მძიმე ტექნიკიდან კონტრაქტორმა კომპანიამ 15 მანქანა შპს „თბილსერვის ჯგუფს“ უკვე მიაწოდა. სექტემბრის შუა რიცხვებამდე კი ქალაქში, ეტაპობრივად, დარჩენილი ნაწილიც შემოვა. ახალი ტექნიკის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელები და თანამშრომლები დაესწრნენ.

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ძალიან სანიმუშო და სუფთა ქალაქი, თუმცა ახალი ტექნიკის გამოყენებით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად დალაგებული და მოწესრიგებული დედაქალაქი გვქონდეს. შევიძინეთ რა 29 ერთეული ტექნიკა, პირველი პარტია უკვე მივიღეთ და შემდგომ ორ თვეში მივიღებთ, ასევე, დანარჩენ მანქანებსაც, რითაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება ჩვენი ავტოპარკი, კიდევ უფრო უკეთესი აღჭურვილობა გვექნება იმისათვის, რომ უკეთესი, მოწესრიგებული და დალაგებული ქალაქი გვქონდეს,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44