“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება

შაბათი, 01 ივლისი, 2017 - 13:29

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს - გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე პარტიული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თბილისის განვითარების გეგმას და დედაქალაქში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს.

პრემიერ-მინისტრმა პოლიტსაბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე, რაც საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ დასტურად და ოფიციალური თეთრი სახლის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატულ დიდ მხარდაჭერად შეაფასა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42