კრიშტიანუ რონალდუ ახალშობილი ტყუპების ფოტოებს ავრცელებს

პარასკევი, 30 ივნისი, 2017 - 13:36

მადრიდის "რეალის"  ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ტყუპების ფოტოებს ავრცელებს. ფეხბურთელმა  ახალშობილ ტყუპებთან გადაღებული ფოტი Instagram-ზე ატვირთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ხელში მეჭიროს ჩემი გულის  ორი ახალი ნაწილი", - ასეთ მინაწერს უკეთებს რონალდუ ფოტოს.

ტყუპები ევა და მათეო ამ ქვეყანას 8 ივნისს მოევლინენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყუპები სუროგატმა დედამ  ამერიკის ერთ-ერთ  კლინიკაში გააჩინა. რონალდუს, ასევე სუროგატი დედისგან, 7 წლის ვაჟი ჰყავს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55