ჯანი ბუკიოკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას, არც მისი სამშობლოს ბედი წყდება ამ კონსტიტუციით - თინათინ ხიდაშელი

პარასკევი, 30 ივნისი, 2017 - 18:23

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს და ვენეციის კომისიის თავმჯდომარის თბილისში სტუმრობას სოციალური ქსელით ეხმიანება.  

"არც ჯანი და არც ბიძია სემი არ გვეტყვის როგორი კონსტიტუცია უნდა გვქონდეს. განსხვავება საბჭოთა კავშირსა და თავისუფალი ქვეყნების კავშირებს შორის სწორედ ეს არის. ჩვენ მივედით, დავაკაკუნეთ ევროკავშირის და ნატოს კარზე. პარტნიორებმა კარი გააღეს და გვითხრეს აქ რომ შემიხვიდეთ ასეთი, ასეთი და ასეთი ქვეყანა უნდა იყოთო. როცა ასეთ გახდებით დააკაკუნეთ და მოგესალმებით ჩვენს რიგებშიო. ხოდა 24 წელია ეს მარტივი ამბავი ვერ გაიგო ვერც ერთ თაობის ქართულმა მმართველმა პარტიამ - ჯანი ბუკიოკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას, არც მისი სამშობლოს ბედი წყდება ამ კონსტიტუციით. ის მშვიდად არის. ჩვენ, არ ვიცი, ვიქნებით დემოკრატიული ქვეყანა, მეტი შესაძლებლობები გვექნება, მეტი უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა. თუ არა და ვიქნებით მუდამ ასე ნაცრისფერ ზონაში.  ჰა, შეუტიეთ ეხლა ბუკიკიოს და იძახეთ 9 წელი. ეს არ არის ბილეთი ევროკავშირში, არც ნატოში და არც პარტნიორებთან.  ეს არის ბილეთი უკან საბჭოთა კავშირში. და ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს ბედს და მომავალს, ჩვენ! ჩვენ თვითონ!. როგორც თავად გადავწყვეტთ ზუსტ ისე ჩაივლის დანარჩენი ცხოვრება", - წერს თინათინ ხიდაშელი. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41