პრემიერ- მინისტრმა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარასკევი, 30 ივნისი, 2017 - 18:20

პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, შანდორ საბოსთან.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ხაზი გაესვა უნგრეთის მნიშვნელოვან წვლილს აღნიშნულ პროცესებში.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შანდორ საბოს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შანდორ საბო საქართველოში მისიას ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39