"ქართულმა ოცნებამ“ ბოროტად გამოიყენა ვენეციის კომისიის ნდობა - თამარ კეკენაძე

პარასკევი, 30 ივნისი, 2017 - 15:13

,,ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური სიმწიფე აკლია და თუ ყველამ ერთად, დროულად არ შევაჩერეთ იგი, საქართველოს გაწევრიანება ევროატლანტიკურ ოჯახში დიდი ხნით გადავადდება, რაც რა თქმა უნდა, მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, - ასე აფასებს  ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ,,ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

კეკენაძის  განმარტებით  საქართველოს ხელისუფლება  ვერ აცნობიერებს, რომ არის არა მხოლოდ იმ 25 პროცენტის მთავრობა, ვინც რეალურად მხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნებში, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის.

"ამიტომ, მათი პირდაპირი ვალდებულებაა შემოგვთავაზონ ისეთი პროცესი, მით უფრო როდესაც კონსტიტუციას ეხება, რომელიც პრინციპულად განსხვავებული პოზიციების მქონე სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფების მოსაზრებების ინტეგრირებას მოახდენს. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის ანაბანა, რაც სამწუხაროდ არ ესმის ,,ქართულ ოცნებას“ და თავისი ქმედებებით, ქვეყანა მიყავს  პოლარიზაციისაკენ. ,,ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს არჩევანი, ან ჯიუტად  გააგრძელოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილების შესრულება, ან ერთხელ მაინც მოიქცეს ისე, როგორც დემოკრატიულ ხელისუფლებას შეეფერება, გამოიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებული დოკუმენტი, და უფრო მეტიც, საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორების ჩართულობით თავიდან დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ადგილობრივი არჩევნების შემდგომ.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი კიდევ ერთხელ დაზიანდა, ,,ქართულმა ოცნებამ“  ბოლო თვეების განმავლობაში ბოროტად გამოიყენა ვენეციის კომისიის ნდობა და მათი გულწრფელი სურვილი - ხელი შეეწყოთ საქართველოს მიეღო ისეთი ცვლილებები, რომლებიც დააჩქარებდა ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ბუკიკიომ, როგორც ჩვენმა მეგობარმა გამოხატა გულწრფელი იმედგაცრუება და გააჟღერა ის განწყობა, რაც სამწუხაროდ ნელ-ნელა უკვე აქტიურად იდგამს ფეხს საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი არ არის დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი არ არის ევროატლანტიკური სტანდარტის შესაფერი. ეს კი ძალიან სახიფათო ტენდენციაა და თუ ყველამ ერთად, დროულად არ შევაჩერეთ ,,ქართული ოცნება“  საქართველოს გაწევრიანება ევროატლანტიკურ ოჯახში დიდი ხნით გადავადდება, რაც რა თქმა უნდა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45